ინფორმაცია კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდების შესახებ!

შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდები ჩატარდება ხვალ და ზეგ, 2019 წლის 21 და 22 აგვისტოს, კომაროვის სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, შემდეგი გრაფიკით:


მე-8 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი და გამოცხადების დრო: 22 აგვსიტო, 13:15

მე-9 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი და გამოცხადების დრო: 21 აგვისტო, 8:45.

მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი და გამოცხადების დრო: 22 აგვისტო, 8:45.

ყოველ გამოცდაზე ტესტირების დრო არის 3 საათი და 30 წუთი.


გამოცდაზე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში).

მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.


მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.


მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ბილეთი შედგება 30 ამოცანისგან. მათგან 25 იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.

25 ამოცანის სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ხოლო სხვა ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.

მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ბილეთში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები. ბილეთში იქნება 35 დახურულბოლოიანი საკითხი, მათ შორის 20 მათემატიკის ამოცანა, 15 იქნება ფიზიკის. მათგან 30 იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.

30 ამოცანის სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ხოლო სხვა ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.


სააპელაციო განაცხადი პროცედურულ დარღვევებზე მიიღება გამოცდის მომდევნო დღის 18 საათამდე სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფსაველას გამზირი N49.

გამოცდის დღეს აიტვირთება ყველა მოსწავლის ნაშრომი და საგამოცდო ტესტები, ოღონდ სწორი პასუხების გარეშე.

საგამოცდო ტესტების სწორი პასუხები აიტვირთება არაუგვიანეს 24 აგვისტოს

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 აგვისტოს.

პირველადი შედეგების სააპელაციო განაცხადი მიიღება 25 და 26 აგვისტოს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 27 აგვისტოს.


მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 16 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 9 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-9 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 11 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-11 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-12 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-4 შედეგის მქონე მოსწავლეს.


მიუხედავად კონკურსის წარმატებით დაძლევისა, სკოლაში ჩარიცხვაზე შეიძლება უარი ეთქვას მოსწავლეს,

ა) რომელსაც მე-8 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 17 ქულა ან ნაკლები, ხოლო მე-9, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 19 ქულა ან ნაკლები;

ბ) მათემატიკასა და ფიზიკაში (მე-8 კლასში გადმომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში)

გ) სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში).


ძირითადი მითითებები გამოცდის მონაწილეებს:

ა) რეგისტრატორები მოგცემენ ფურცელს, სადაც იქნება აღნიშნული თუ რომელ ადგილზე იქნებით და საგამოცდო კომისიის პერსონალი მიგითითებთ ამ ადგილს;

ბ) თქვენს ადგილზე დაგხვდებათ გამოცდების ინსტრუქცია და მონაწილის ქცევის წესები. ყურადღებით გაეცანით ამ წესებს;

გ) ადგილის დაკავების შემდეგ მობილური ტელეფონი და ნებისმიერი ელექტრონული ნივთი აუცილებლად ჩააბარეთ კურატორს. ტესტირების დაწყების შემდეგ ასეთი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, სამწუხაროდ, აუცილებლად დაგატოვებინებენ გამოცდას;

დ) მას შემდეგ, რაც დაგირიგდებათ ამოცანები, დარწმუნდით, რომ ტესტი არ შეიცავს ხარვეზს.

ე) პასუხების ფურცლის დარიგებისთანავე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ რვეულში გადაიტანეთ თქვენი პასუხების ფურცლის კოდი (რომ არ დაგავიწყდეთ) ან დაიმახსოვრებთ ბოლო სამი ციფრი, რათა გქონდეთ შესაძლებლობა იმავე ან მომდევნო დღეებში ნახოთ თქვენი ნაშრომი;

ვ) ტესტზეც და პასუხების ფურცელზეც შესაბამის ადგილას დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ვარიანტი. სწორი პასუხები გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე; ტესტზე შემოხაზული არ გასწორდება. გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

ზ) თუ გექნათ ტექნიკური ან პროცედურული ხასიათის შეკითხვა, არ მოგერიდოთ, ასწიეთ ხელი და კურატორი გაგცემთ პასუხს;

თ) გაითვალისწინეთ, რომ არანაირ შეკითხვაზე ამოცანის პირობის ირგვლივ პასუხი არ იქნება;

ი) გაითვალისწინეთ, რომ გადალაპარაკების, მინიშნების ან რაიმე სახის გადაწერის მცდელობის შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას. გამეორების შემთხვევაში, სამწუხაროდ დაგატოვებინებენ გამოცდას;

კ) სამუშაოს დასრულების შემდეგ ასწიეთ ხელი და თქვენთან მოვა კურატორი და ჩაიბარებს თქვენს ნაშრომს;

ლ) საგამოცდო ტერიტორიის დროებით დატოვება შეიზღუდება გამოცდის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ

მ) გამოცდის დასრულების შემდეგ დაუკვირდით, რომ არ დაგრჩეთ თქვენი ნივთები.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ